ბორჯომის ისტორიული პარკის განვითარების კონცეფციაზე კონკურსი გამოცხადდება

651

სტატიის გაგრძელება

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ბორჯომის მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების კონცეფციაზე კონკურსის გამოცხადებას გეგმავს.

მერიის ინფორმაციით, ინიციატივა პარკის ისტორიულ-კულტურული ფუნქციების შენარჩუნებასა და განვითარებას გულისხმობს, რომელიც მომავალი წლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

“პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება კონცეფციის შემუშავება და ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობა. საზოგადოების ინფორმირებისათვის, პროექტის ინიციატორები უახლოეს პერიოდში კონფერენციის მოწყობას გეგმავენ”, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.