თელავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა აქვს

1204

თელავის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული ფართი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით სრულად არის აღჭურვილი და სამსახურის 70-მდე თანამშრომლისთვის სამუშაო და მოსასვენებელი პირობებია შექმნილი.

ამასთან, გამოყოფილია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალის განსათავსებელი და ტექნიკური ოთახებისთვის. გარე პერიმეტრი კი, სასწრაფო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად არის მოწყობილი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.