ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ბათუმის მერიაში თათბირი გაიმართა

924

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მერიაში საგანგებო თათბირი გამართა. საჭიროების შემთხვევაში, ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეულები და მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები ზამთრის სეზონთან დაკავშირებით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავლენ.

მერიის ცნობით, შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ენერგო-პრო ჯორჯიას, სოკარ ჯორჯია გაზისა და სილქნეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ლაშა კომახიძემ მერიის შპს-ებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისგან მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ შესაბამისი მითითებები და დავალებები მისცა.