ავარიული საცხოვრებელი ბათუმში, სადაც 30-მდე ოჯახი ცხოვრობს (ვიდეო)

672

ავარიული საცხოვრებელი ბათუმში, თამარის დასახლებაში. ამორტიზებულ სახლში  30-მდე ოჯახი ცხოვრობს. მოქალაქეების ყოველდღიურობა  საფრთხის შემცველ გარემო და  მძიმე სოციალური პირობებია. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

თამარის დასახლებაში მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ  პრობლემასთან დაკავშირებით, ბათუმის მერიას განცხადებით არაერთხელ მიმართეს, ხოლო,  უწყებამ ჩათვალა, რომ  სახლი სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ საჭიროებს.

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ თამარის დასახლებაში მცხოვრებლების პრობლემებს  მიმდინარე წლის ბოლომდე მოაგვარებენ.  უწყებაში განმარტეს, რომ  ამ ეტაპზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რის შედეგადაც გადაწყდება თუ რა სახის სამუშაოები ჩაუტარდება საცხოვრებელ კორპუსს.