ზუგდიდის მერია მე-10 სკოლის მოსწავლეებს წელს ავტობუსს ვერ გამოუყოფს

84

წინა სტატია

ზუგდიდში მოქმედ მე-10 საჯარო სკოლას ავტობუსს წელს ვერ გამოუყოფენ. მერიაში გამოცემა “ლაივპრესს“ უთხრეს, რომ მოსწავლეთა უფასო ტრასნპორტირება მათთვის პრიორიტეტია, ამიტომაც საკითხზე მუშაობას განაგრძობენ.

“აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ 2019 წლიდან ეს პრობლემა მოგვარდეს“, – განმარტავს მერია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა ადგილობრივ თვითმმართველობას თხოვნით მიმართეს, რათა მოსწავლეებისათვის ტრანსპორტი გამოეყოთ. მათი თქიმით. მას შემდეგ, რაც სარემონტო სამუშაოების გამო დროებით მესამე საჯარო სკოლაში გადავიდნენ, ბავშვებს შორი გზის გავლა უწევთ,  რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს.

მუნიციპალური ტრანსპორტის გამოყოფის მოთხოვნით მერიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და დეპუტატმაც მიმართა.

ცნობისთვის, ზუგდიდის ხუთი სკოლა აპრილის ბოლოდან სხვა შენობებში აგრძელებს ფუნქციონირებას. მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.