აჭარის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს

780

აჭარის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეგანიხილეს, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე უძღვებოდა.

უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი, წამყვანი კომიტეტის სხდომაზე, რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა.

საკომიტეტო განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა უწყებებებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი პროექტების, ასევე სამინისტროების გაზრდილი ბიუჯეტისა და სიახლეების შესახებ. მინისტრისა და მისი მოადგილის არჩილ ვანაძის განცხადებით, 2019 წლისთვის მთავარი პრიორიტეტია ჯანდაცვის, სოციალური, ინფრასტრუქტურული, სოფლის მეურნეობის, განათლების, სხვა პროგრამები, მცირე მთავრობის კონცეფციის განხორციელებით ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და აკუმულირებული თანხების მთლიანად რეგიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზებაზე გახარჯვა.

მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს და მოისმინა მათი წინადადებები.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.

კომიტეტის წევრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტზე აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა ცნობად მიიღეს.