დიდუბის რაიონში, ბოხუას ქუჩაზე, სპორტული მოედნის მშენებლობა სრულდება

1172

დიდუბის რაიონში, ბოხუას ქუჩაზე, 2 438 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნის მშენებლობა სრულდება. გამგეობის ცნობით, ახალი სპორტული მოედანი სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

დიდუბის რაიონის გამგეობის პროექტით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ტერიტორია მავთულბადითა და რკინის კარკასით შემოსაზღვრა. განთავა ფეხბურთის კარის ბადეები, გულშემატკივრებისთვის კი, საჩრდილობლით ფერადი ტრიბუნები დაამონტაჟა.

გამგეობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ხელოვნური საფარის დაგება და გარეგანათების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 312 811 ლარი გამოიყო. გამგეობის ცნობით, აღნიშნული სამოუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.