ახალქალაქის ბიუჯეტიდან 2018 წელს სტუმრების მასპინძლობისთვის 8 ათასამდე ლარი გაიწერა

875

მიმდინარე წელს ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან რესტორნებსა და სასტუმროებში სტუმრებისთვის 7 940 ლარი გადაირიცხა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

2018 წელს წარმომადგენლობითი ხარჯებიდან 5 140 ლარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკის ექიმებისა და ახალქალაქში სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტური ექსპედიციის მონაწილეებისთვის გაიწერა. აქედან თანხის ნაწილი კლინიკის ექიმებისთვის სასტუმროს მომსახურეობაში, ნაწილი კი სტუდენტებისთვის ვახშმისთვის გამოიყო.

მიმდინარე წელსკი, 2 000 ლარი საქართველოში სომხეთის ელჩისა და მისი თანმხლები პირების ვიზიტისას დაიხარჯა.

ასევე, წელს, წარმომადგენლობითი ხარჯებიდან, 800 ლარი ახალქალაქში უკრაინის ანსამბლ “კვიტი უკრაინის“ სტუმრების ვახშმისთვის გაიწერა.

გასულ, 2017 წელს, წარმომადგენლობითი ხარჯებიდან გაწერილი თანხა მიმდინარე წელთან შედარებით ბევრად ნაკლები იყო.