ბოლნისის სოფელ მამხუტში გზის კეთილმოწყობა დაიწყო

699

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტში გზის კეთილმოწყობა დაიწყო. როგორც მერიაში აცხადებენ, სოფელ მამხუტში 825 გრძივ მეტრზე, ნოემბრის ბოლომდე, 18 სმ სისქის ბეტონის გზა დაიგება. ინფრასტრუქტურულ პროექტს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს, რომელიც ამ ეტაპზე მძიმე ტექნიკით მოსამზადებელ სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდებ და მისი ღირებულება 700 000 ლარია.

მერიის ინფორმაციით, მამხუტის გზის მშენებლობის დაფინანსების გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოგი მეშველიანთან ეფექტური კომუნიკაციის შემდეგ მიიღო.