ზუგდიდის სოფელ ინგირში თხილის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

916

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში თხილის გადამმუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა.

მერიის ინფორმაციით, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს “ჯეო ნათსი“ “ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა და საწარმოში, ჯამურად, 1 558 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.

საწარმოში, წელიწადში 7 000-10 000 ტონამდე თხილისგან სხვადასხვა სახის პროდუქციის (მოხალული, დაქუცმაცებული, დაფქული) წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქცია მთლიანად ექსპორტისთვის არის განკუთვნილი. გადამმუშავებელ საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, “ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 180 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა.