თბილისში 10 მისამართზე სეპარირებული ნაგვის ურნები დაიდგმება

2019 წლის თებერვლიდან ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება. ნარჩენების მართვის კოდექსის, თანახმად ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სისტემის შექმნა, დანერგვა და ფუნქციონირება. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს უკვე დგამენ. შედეგად, საპილოტე პროექტით მომდევნო წლიდან თბილისში 10 მისამართზე სეპარირებული ნაგვის ურნები დაიდგმება. პროექტი კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელთან(CENN) თანამშრომლობით ხორციელდება. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი გიგაშვილი ამბობს, რომ მათი სურვილია თბილისის ყველა რაიონი მოიცვან, თუმცა, პირველ ეტაპზე ურნები შედარებით დატვირთულ ადგილებში დამონტაჟდება – რუსთაველი, კოსტავა, პეკინი და ა.შ.

დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ნარჩენების მართვის სეპარირებული სისტემის დანერგვა მომდევნო რამდენიმე წელში ეტაპობრივად მოხდება. ხარჯები კი იმაზე იქნება დამოკიდებული როგორ სისტემას აირჩევს მუნიციპალიტეტი – ნარჩენებს პირადად მართავს თუ კერძო კომპანიას გადასცემს ამ უფლებამოსილებას.

“ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სეპარირების სისტემის დანერგვა. თუმცა, მათ შორის წამყვან ევროპულ ქალაქებს ძალიან დიდი დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ 70%-იანი სეპარირებისთვის მიეღწიათ და ეს საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული“, – აცხადებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი გიგაშვილი.

მისივე თქმით, სურვილის მიუხედავად, 1 წელში მთლიანად სეპარირებულ სისტემაზე ქალაქი ვერ გადავა.

“ეს ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, მათ შორის გადამამუშავებელი ქარხნების გაჩენასთან, ასევე მიკრობიზნესის გაჩენასთან, რომლებიც ამ სეპარირებულ ნარჩენებს წაიღებენ და მართავენ და ა.შ.“, – ამბობს გიგაშვილი.

მისივე თქმით, თბილისის მერია მუნიციპალური მართვის გეგმაზე მუშაობს, რომელსაც 2019 წლის პირველ კვარტალში მიიღებენ.

“მასში გაწერილი იქნება მათ შორის სეპარირების მიმართულებაც. ამასთან, ვმუშაობთ გრძელვადიან 10-წლიან სტრატეგიაზე, თუ როგორი უნდა იყოს დედაქალაქში ნარჩენების მართვა“,- აცხადებენ თბილისის მერიაში.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია ზუგდუდის მუნიციპალიტეტში ნარჩენების სეპარაციისთვის რამდენიმე ურნა უკვე განათავსეს. სულ ქალაქსა და სოფლებში 25 ასეთი
წლის ბოლოსთვის ნაგავმზიდი მანქანების მოძრაობის სქემა, სავარაუდოდ, შეიცვლება. როგორც თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა,
წინა სტატია თბილისში ნარჩენების დახარისხება მიზნით უკვე სეპარაციის 25 სტენდია განთავსებული, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ განათავსონ
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში მუნიციპალიტეტებში ნარჩენების სეპარაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. სამხარეო ადმინისტრაციის
წინა სტატია თბილისის მერიმა კახა კალაძემ, ფეისბუქ ლაივის საშუალებით, საზოგადოებას ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ახალი  ურნები
მარნეულის მუნიციპალიტეტს, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - "ტექნიკური დახმარება საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესების მიზნით“
წინა სტატია თბილისში ნარჩენების სეპარაციისთვის განკუთვნილი ურნები 13 მისამართზე განათავსეს. კერძოდ, სეპარირებული ნაგვის ურნები ვაკის
წინა სტატია ადგილობრივმა თვითმმართველობებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა შეიმუშავეს. ინფორმაციას
ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე ნარჩენების საკომპოსტე მოედანი მოეწყობა. პროექტის განხორციელება 2019 წლიდან დაიწყება და წლის ბოლოს
სტატიის გაგრძელება სტატია მომზადებულია "კახეთის ხმის" მიერ. ავტორი: მაკა ხაზიური ნარჩენების მართვის საკითხი გლობალურ გარემოსდაცვით, სოციალურ
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ბათუმში ნაგვის სეპარირებისთვის განთავსებულ ერთი და იგივე ურნებზე სხვადასხვა წარწერაა გაკეთებული.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ნარჩენების მართვას იწყებს. მუნიციპალატეტის კეთილმოწყობის სამსახურმა სოფელ ომალოში ორი
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ
როგორ იქცევიან თბილისში მცხოვრებლები, როდესაც ქუჩაში ნაგვის დაყრის ფაქტს უშუალოდ ხედავენ? ექსპერიმენტი "იმედის დღემ" ჩაატარა.
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე გარემოს დანაგვიანებისთვის ერთი პირიდააჯარიმეს. „ზუგდიდდასუფთავების“ ინფორმაციით, გეგმიური ინსპექტირებისას სამართალდამრღვევი, ორ კილოგრამამდე ნარჩენებით
%d bloggers like this: