საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით არასამთავრობოები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

წინა სტატია

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღთან დაკავშირებით “სამართლიანი არჩევნები“, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი მოწოდება და არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს, 28 ნოემბერს დანიშნა.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით  არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარება დაშვებულია, რომელიც ასეთ შემთხვევაში უქმე დღედ ცხადდება, აღნიშნული გადაწყვეტილება მიუღებელი და არამიზანშეწონილია.

მოცემული გადაწყვეტილებით საარჩევნო ადმინისტრაციამ მხედველობაში არ მიიღო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესი და უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, შეუქმნა რა მათ ხელოვნური ბარიერი არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნით. მათ მიერვე შექმნილი პრობლემით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად ცესკომ საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე ხმის მიცემის დრო 24 საათამდე გაახანგრძლივა. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, ეს შეღავათი იყოს იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ და სხვა ქალაქში უნდა წავიდნენ ხმის მისაცემად.

გარდა ამისა, ამ რეგულაციის მიღებით ცესკო გასცდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია, ვინაიდან კოდექსით ცალსახად არის განსაზღვრული, რომ საარჩევნო უბნები იხურება 20 საათზე. ამ წესიდან ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როდესაც 20 საათისთვის უბანთან რიგში მდგომ ამომრჩევლებს უფლება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. სხვა გამონაკლისი კანონმდებლობით დაშვებული არ არის.

უცხოეთში მყოფი მოქალაქეების გარდა, დიდი ალბათობით, პრობლემა შეექმნებათ ასევე იმ ამომრჩევლებს, რომლებიც შიდა მიგრაციის გამო თავისი რეგისტრაციის ადგილას არ იმყოფებიან და ერთ დღეში ვერ მოახერხებენ წასვლას და უკან დაბრუნებას.

სამუშაო დღეს არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ამავე პრობლემაზე საუბრობდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. აქვე უნდა ითქვას, რომ პირველი ტურის შედეგების მიხედვით, საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე ხმების უმეტესობა მიიღო ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა.

ჩვენი აზრით, ცესკოს არ დაუსახელებია საკმარისად დამაჯერებელი არგუმენტი, რაც გაამართლებდა არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნას. გაუგებარია, რა საჭიროება არსებობდა, რომ არჩევნები 28 ნოემბერს გამართულიყო.

ამასთანავე, ცესკოს მიერ მეორე ტურის თარიღის გამოცხადებამდე, ეს თარიღი გააჟღერა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. მანამდე არჩევნების მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბერი დაანონსდა ორი გამომსვლელის მიერ თელავში, მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მიერ გამართულ შეხვედრაზე. აღნიშნული ფაქტები შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები ცესკოს მიერ გადაწყვეტილების ოფიციალურად მიღებამდე ფლობდნენ არჩევნების თარიღის შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული ფაქტები საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აჩენს ეჭვებსა და სპეკულაციებს ცესკოს წევრების პოლიტიკური მიკერძოებულობის შესახებ, რაც უარყოფითად აისახება საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციაზე.

არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნა ამომრჩეველთა გარკვეული ჯგუფებისთვის არჩევნებში მონაწილეობისა და საკუთარი კონსტიტუციური უფლების განხორციელებისთვის ბარიერს ქმნის. ეს ეწინააღმდეგება საარჩევნო ადმინისტრაციის დანიშნულებას, უზრუნველყოს სამართლიანი, თანასწორი და ყველასათვის ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემო. საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა ემსახურებოდეს და იცავდეს საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესს თუმცა, ამ შემთხვევაში  ცესკომ, ჩვენი აზრით, ვერ გაართვა ამ ამოცანას თავი”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი სამი სადამკვირვებლო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ცესკოს არჩევნების შაბათს დანიშვნისაკენ მოუწოდებდნენ. მათი განცხადებით,  არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნის გამო საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლისთვის, კენჭისყრის დრო ღამის 12 საათამდე გაგრძელდება. ხოლო, ავღანეთში, 2 უბანზე პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 26 ნოემბერს გაიმართება.

ამასთან, ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 10 583 022 ლარი გამოიყო.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ პრობლემას ვერ ხედავს, თუ არჩევნები სამუშაო დღეს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ექვსი პარტიული და სამი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის რიგგარეშე არჩევნებისთვის ამ დროისთვის არცერთ პოლიტიკურ პარტიას კანდიდატი არ დაურეგისტრირებია.
წინა სტატია ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პირველ აპრილს გამართულ სხდომაზე დეპუტატ ზაზა ჩაჩანიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ
მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები, სავარაუდოდ, 19 მაისს, მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედურ არჩევნებთან ერთად
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები უბნების 100%-იდან უკვე ცნობილია. ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა
წინა სტატია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. საქმე
წინა სტატია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამო 28 ნოემბერი უქმე დღედ გამოცხადდება, ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო
წინა სტატია ცოტა ხნის წინ ცესკოს სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28
წინა სტატია პარტია "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე
წინა სტატია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შესაძლოა 28 ნოემბერს დაინიშნოს. ცესკოში არჩევნების მეორე ტურის თარიღი,
წინა სტატია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების 100%-ის მონაცემები გამოაქვეყნა. შედეგების თანახმად, ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ
წინა სტატია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია 3 703 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც
ცესკოს 512 საარჩევნო უბნის მონაცემებით, ზურაბიშვილს 40.05%, ვაშაძეს 37.93% აქვს. ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზეა
თვითმმართველობის ექსპერტის კოტე კანდელაკის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში უნდა გაიმართოს. ინფორმაციას
%d bloggers like this: