გორის ტურისტული ცენტრის მოწყობა 2019 წელს დასრულდება

122

გორის ტურისტული ცენტრის მოწყობა 2019 წელს დასრულდება, პროექტის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია, ხოლო, მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება და გაზაფხულზე დასრულდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

როგორც გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა, ტურისტულ ცენტრს გაზაფხულზე გახსნიან.

თავზარაშვილის თქმით, პროექტის განხორციელების პერიოდში ტურისტული ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება, ლომჭაბუკის სკვერისა და იქ არსებული საგამოფენო სივრცე მოწესრიგდება, აშენდება საინფორმაციო ცენტრი, სატრენინგო და სუვენირების სარეალიზაციო სივრცე, მოეწყობა ტურისტული ავტო და ველო სადგომები, ასევე 4 500 გრძივი მეტრის ველობილიკი. ტურისტული ცენტრის შექმნა ქალაქში შემოსული ტურისტების საფეხმავლო ბილიკებით და სპეციალური ადგილობრივი ტრანსპორტით მარტივად გადაადგილებას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანს რაც შეეხება, გორის მერი აცხადებს, რომ საჯარო და კერძო სექტორი სურთიერთთანამშრომლობით ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა მოხდება, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურა განვითარდება და ტურიზმის სფეროში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესისათვის მეტი შესაძლებლობები შეიქმნება.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში 1 800 000 ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა. საგრანტო განაცხადი კონკურსში გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრმა 2017 წლის მაისის თვეში შეიტანა