სენაკელმა ბავშვებმა შშმ პირებზე მზრუნველი რობოტი გამოიგონეს

846
სენაკის ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის – ლეონარდო და ვინჩის გამარჯვებულები გახდნენ. ისინი აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.მენტორის დავით სონღულაშვილის თქმით, ბავშვებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე მზრუნველი რობოტი გამოიგონეს.

“მაგალითად უსინათლო პირს სჭირდება კორვალოლი. არის სპეციალური კარადა, რომელსაც პირი ეუბნება, რომ მას სჭირდება წამალი, რობოტი უსხამს კორვალოლს. ასევე, შესაძლებლია უთხრას, რამდენი წვეთი სჭირდება, რობოტი ითვლის წამლის წვეთებს და აძლევს შშმ პირს. ბავშვების მიერ გამოგონილი აპარატი მეტყველებადაქვეითებულ პირთათვისაც არის. გვაქვს სპეციალური ბარათები, რომლის ჩვენების შემთხვევაში რობოტი გვაწვდის წამალს. ეს არის სრულიად უნივერსალური პროექტი“,- ამბობს დავით სონღულაშვილი.