1 იანვრიდან სოციალურად დაუცველ დევნილ ბავშვებს ფულად თანხასა და კვების ვაუჩერებს დაუნიშნავენ

1025

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან, 16 წელს მიღწეულ ბავშვების ჩათვლით, დევნილ ახალგაზრდებს სოციალური დახმარება დაენიშნებათ.

სამინისტროს ინფორმაციით, ის ახალგაზრდები, რომელთა ოჯახები სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულები არიან და მინიჭებული აქვთ 100 000-მდე სარეიტინგო ქულა, კვების ვაუჩერს და თანხას მიიღებენ.

კერძოდ, სამინისტროს ცნობით, ფულადი ბენეფიტი/სარგო – 20 ლარი, კვების (საკვები პროდუქტების) ვაუჩერი – 30 ლარი იქნება.

“პროგრამის განხორციელებისთვის თანხების გამოყოფის შესახებ ცნობილი გახდა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარდგენის დროს“, – აღნიშნავენ დევნილთა სამინისტროში.