აფხაზეთში პირველი თოვლი მოვიდა (ვიდეო)

1176

აფხაზეთში, მთიან კურორტ ავადხარაზე, პირველი თოვლი მოვიდა. ფოტოებს ვიდეოსთან ერთად, კურორტზე მოქმედი პანსიონატი ავრცელებს.

კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 1 600 მეტრზე. ის რიწის ტბიდან 18 კილომეტრით არის დაშორებული.