დიდთოვლობის გამო კორშა-შატილის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა

1215

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.