თბილისში, შანიძის ქუჩაზე, გზის ნაწილი ჩაინგრა (ფოტო)

81

შანიძის ქუჩაზე გზის ნაწილის ჩანგრევის შედეგად, ორმოში სამგზავრო ავტობუსის უკანა ბორბალი ჩავარდა, რომელიც ქუჩაზე გადაადგილდებოდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

მომხდარის დროს ავტობუსში მგზავრებიც იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ შანიძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სამუშაოების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანობაში, 5 600 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება, რისთვისაც მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 250 ათასი ლარი დაიხარჯება.