ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დღეს გადაეგზავნება

773

ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს განსახილველად დღეს გადაეგზავნება. დეპუტატები ბიუჯეტს პროგრამების მიხედვით, კომისიებში განიხილავენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ქალაქ ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შესასწავლად დეპუტატებს ათდღიანი ვადა აქვთ, რის შემდეგაც  შენიშვნების არსებობის შემთხვევაში პროექტს კვლავ მერიას დაუბრუნებენ. აღმასრულებელს  კი შენიშვნების გასათვალისწინებლად ორკვირიანი ვადა ექნება. ბიუჯეტის პროექტი, საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად მხოლოდ ამის შემდეგ გავა.

ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტში ორი მთავარი მიმართულება ინფრასტრუქტურა და სოციალური სფეროა.  ბიუჯეტის მოცულობა  53 მილიონი ლარი იქნება.