გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში გაზიფიცირება დასრულდა

483

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში გაზიფიცირება დასრულდა. გაზიფიცირების შედეგად კი ზერტში მცხოვრებ 900 – მდე ოჯახი ბუნებრივი აირით ისარგებლებს. მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სოფლის გაზმომარაგების ქსელზე აბონენტების მიერთების პროცესი მიმდინარეობს. სოფელში ბუნებრივი აირი უკვე 150-ზე მეტ ოჯახს მიეწოდება.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, გაზიფიცირების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში – შინდისში, ატენში, სკრასა და ახალხიზაში. უახლოეს მომავალში კი 3 სოფლის – ხიდისთავის, ქვახვრელისა და უფლისციხის გაზიფიცირებაც იგეგმება.