ინფრასტრუქტურის მინისტრმა კახეთში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები წარადგინა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თელავში, კახეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შეხვდა და რეგიონში დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების პრეზენტაცია წარადგინა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ და დისკუსიაში მონაწილეობდნენ – სამი მუნიციპალიტეტის (თელავი, გურჯაანი, ახმეტა) მცხოვრებლები, უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, მეწარმეები, არასამთავრობო სექტორის, სახელმწიფო რწმუნებულისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე, მუნიციპალიტეტების მაჟორიტარები.

“დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება კახეთში დაგეგმილი პროეტების პრეზენტაციას. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა აზიის განვითარების ბანკთან ერთად ორ რეგიონში-კახეთსა და სამეგრელოში განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც ემსახურება როგორც ინფრასტრუქტურის, ისე რეგიონულ განვითარებას. ეს პროექტები საჯაროდ განვიხილეთ მოსახლეობასთან, სტუდენტებთან. ასეთი საჯარო განხილვები არის ჩვენთვის შესაძლებლობა მოვისმინოთ მათი მოსაზრებები, გავიგოთ რა პრიორიტეტები აქვს მოსახლეობას და გავითვალისწინოთ ჩვენს პროექტებში“,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეხვედრაზე ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ყურადღება გაამახვილა მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მშენებლობის, წყალმომარაგების სისტემების გამართვის მნიშვნელობაზე.

ამასთან, საუბარი შეეხო ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებასა და მართვას, მათ შორის, ალაზნის ნაპირის გამაგრებისა და ჯებირების მოწყობის საკითხს, სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების, სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობას, კულტურულ და სპორტულ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ტურიზმის განვითარების მნიშვნელობას.

“ბოლო წლებში კახეთში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 82 კმ გზას, განხორციელდა 3 ნაპირსამაგრი პროექტი. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს 9 პროექტზე, რომლის ფარგლებში აშენდება 15 კმ. გზა და 6 ხიდი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ უდაბნოს 40 წლიანი უწყლობის შემდეგ უწყვეტი წყალმომარაგება აქვს, აშენდა 8 ახალი საბავშვო ბაღი, სადაც 600 ბავშვს ემსახურებიან და დამატებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 46 საბავშვო ბაღს, ასევე – 18 კულტურის ობიექტს. დასრულდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმაზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც დამუშავდა  თუშეთის დასახლებების  განაშენიანების რეგულირების გეგმები, მიმდინარეობს  თელავის გენერალური გეგმის შემუშავების ბოლო ეტაპი, რომელიც დასრულდება დეკემბრის პირველ ნახევარში”, – აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია ადიგენის სოფელ არალში ხიდის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილობრივებს შეხვდებიან
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერასა (ჟამიერეთის უბანი) და სოფელ სორში მდინარე რიონზე კალაპოტის გაწმენდისა და ნაპირსამაგრი
წინა სტატია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე 14.6 კმ-იანი
ბათუმში ე,წ. ბარცხანის ხიდზე ასფალტის საფარი რამდენიმე ადგილას დაზიანებულია. გუშინ, 17 აპრილს კი, ხიდის მცირე
წინა სტატია თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო.
თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თბილისს სატრანსპორტო განვითარების
წინა სტატია აწყვიტა–ნიჯგორის ჩანგრეული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასპინძის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია "საგზაო
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაათვალიერებისას განაცხადა, რომ ხიდის
წინა სტატია სტატიის გაგრძელება იმის გამო, რომ  საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ადგილობრივები კომპენსაციაზე ვერ თანხმდებიან
მონაკვეთზე არსებული პრობლემები, რომელიც ჯდენებს უკავშირდებოდა, უმეტესწილად აღმოფხვრილია და უკვე დაგებულია 8.1 კმ. გზა, -
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიამ  დაბა ასპინძაში გურამუშვილისა და ერეკლე II-ის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის სრული რეაბილიტაციისთვის 15 მარტს
წინა სტატია ქუთაისში "თეთრი ხიდის" გახმაურებული პროექტის შემდეგ მერიამ რუსთაველის ხიდის რეაბილიტაცია დაანონსა. სამუშაოებისთვის ტენდერიც გამოცხადდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს ანტონი მაგდონალდს შეხვდა. თორნიკე
ბორჯომის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხუთი ხიდის ნაცვლად რეაბილიტაცია მხოლოდ ორს ჩაუტარა. შპს
წინა სტატია ზუგდიდის მერიამ ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეკონსტრუქციისთვის 454 385 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. სარეკონსტრუქციო
%d bloggers like this: