საბურთალოს რაიონში 2 მისამართზე საყრდენი კედელი მოეწყო

672

საბურთალოს რაიონში, დოლიძის ქუჩა N107-სა და იყალთოს ქუჩა N53-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საყრდენი კედლები მოეწყო.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დოლიძის ქუჩა N107-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 57 გრძივი მეტრის, ხოლო იყალთოს ქუჩა N53-ის მიმდებარედ ორი კედელი, თითოეული 20 მეტრი სიგრძის აშენდა. პროექტების განსახორციელებლად საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 170 000 ლარი გამოიყო.