წავკისში, აღმაშენებლის III ჩიხში, საგზაო სამუშაოები დასრულდა

550

წავკისში, აღმაშენებლის III ჩიხში, საგზაო სამუშაოები დასრულდა. ამორტიზებულ სავალ ნაწილს, რომელიც კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას აფერხებდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

მთაწმინდის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, კაპიტალურად შეკეთდა 1 000 კვ.მ-მდე გზის ფართობი, სადაც ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო და ახალი ბორდიური მოეწყო.

აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 72 ათასი ლარი გამოიყო.