გორში ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის თემაზე სწავლების კურსი გაიმართა

933

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გორში თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სწავლება ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის თემაზე გაიმართა. სწავლებას ხუთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი დაესწრო.

სამინისტროს ცნობით, სწავლების მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების ციკლის მართვის საკითხებთან, ისე განხორციელებისა და მონიტორინგის ეტაპებთან დაკავშირებით.

სწავლების კურსს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი დაესწრო. როგორც მან განაცხადა, სამინისტრო მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს მსგავსი კურსების გაგრძელებას სხვადასხვა რეგიონში.

“სწავლების დასასრულს დამსწრეებს უნდა შეეძლოთ: ინფრასტრუქტურული საპროექტო იდეისთვის ლოგიკური ჩარჩოს მომზადება, რისკის შეფასების განხორციელება და რისკების შერბილების ცხრილის მომზადება, ტექნიკური დავალების პროექტის მომზადება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ზედამხედველობისთვის, შესრულებისა და მონიტორინგის ინდიკატორების, როგორც მართვის ინსტრუმენტის, გამოვლენა და გამოყენება

სწავლების საბოლოო მიზანია მონაწილეებმა შეძლონ ინფრასტრუქტურული პროექტის ციკლის მართვასთან დაკავშირებით მიღებული ცოდნის გამოყენება ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადებისას, მართვისას და მონიტორინგისას”, – აცხადებენ სამინისტროში.