ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის პროქტის განხილვაში მოქალაქეებიც ჩაერთვებიან

622

14-15 ნოემბერს ბათუმში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გაიმართება. პროცესში ჩართვა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

ბათუმის მერიამ პროექტის განხილვის განრიგი გამოაქვეყნა14 ნოემბერი – 18:00 საათზე განიხილება: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება; ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება; ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება.

15 ნოემბერი – 11:00 საათზე: განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა. ხოლო, 15 ნოემბერი – 14:00 საათზე: ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; მუნიციპალური სერვისების განვითარება.