ხოშტარია: თუ გავიმარჯვებ, პენსიები და სოციალური დახმარება 50 ლარით გაიზრდება

864

მნიშვნელოვანია კარგად გავიაზროთ წარსული შეცდომები, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ, – ამის შესახებ პარტია “ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელენე ხოშტარიამ დაპირება გასცა, რომ მისი მერობის შემთხვევაში, სოციალური დახმარება და პენსიები 50 ლარით გაიზრდება. მერობის კანდიდატის თქმით, ქალაქი უნდა იყოს უსაფრთხო, ქალაქში უნდა იყოს როგორც მშენებლობები, ისე გამწვანება.

“ჩემი გამარჯვება არ იქნება ხმების მონადირება, როგორც ხშირად პოლიტიკოსებს მიაჩნიათ. ჩემი გამარჯვება იქნება გულწრფელი მხარდაჭერის მოპოვება და მისი გამართლება. ხშირად მეუბნებიან, რომ წარსულზე არ უნდა ვისაუბრო, მე კი ვამბობ, დიახ უნდა ვისაუბროთ, რათა გავიაზროთ შეცდომები და შევქმნათ უკეთესი ქალაქი”, – განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, თბილისი უკეთესი შესაძლებლობების ქალაქი უნდა გახდეს.

ელენე ხოშტარია “ევროპული საქართველოს“ პირველ დამფუძნებელ ყრილობაზე თბილისის მერობის კანდიდატად დღეს დასახელდა.

წყარო: ინტრეპრესნიუსი