მაღალმთიანი სკოლების და ბაღების პერსონალისთვის სახელფასო დანამატის დაწესებას ითხოვენ

767

მაღალმთიან რეგიონებში განთავსებული სკოლებისა და ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებული ადმინისტრაციული პერსონალი, 35%-იან სახელფასო დანამატს მიიღებს. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

ქართული ოცნების 9 დეპუტატის მიერ, საკანონმდებლო ორგანოში”მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ინიცირებულია, რომლის თანახმადაც ფართოვდება პირთა წრე, რომლებზეც ეს სოციალური შეღავათი ვრცელდება.

გამოცემა BM.GE-ის ცნობით, თუკი პარლამენტი ცვლილებების პროექტს დაამტკიცებს, მომავალი წლის ბიუჯეტში 5 მილიონი ლარის დამატება გახდება საჭირო და აღნიშნული თანხა, სკოლების დირექციის 1 300-მდე, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პროფილის 3 500-მდე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 800-მდე თანამშრომელზე გადანაწილდება.