ოზურგეთის სოფელ ჭანიეთში 90 ბავშვზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა

155

წინა სტატია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში 90 ბავშვზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სკოლის მშენებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით 2016 წლის იანვარში დაიწყო. ჭანიეთში სკოლის არარსებობის გამო სასწავლო პროცესი სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობდა.

როგორც მერიაში აცხადებენ სკოლის ახალი შენობა ევროპული სტანდარტების შეესაბამება და მასში განთავსებულია საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და კომპიუტერების კაბინეტი. ასევე, კეთილმოეწყო ეზო, ლითონის კვადრატული ღობე, მინისტადიონი და  დაიგო ბეტონის მონოლითური საფარი. ამასთან, სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით და შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. 

ჭანიეთის სკოლის სამშენებლო სამშაოები კომპანია “კაპიტოლ კონტრაქსშენმა“ შეასრულა. პროექტის ღირებულება 1 600 000 ლარს შეადგენს.