გორის მერია მის საკუთრებაში არსებულ ძველ ავტომობილებს გაყიდის

გორის მერია მის საკუთრებაში არსებულ ძველ ავტომობილებს გაყიდის. გადაწყვეტილება ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. რა მიმართულებით დახარჯავს გორის მერია ავტომობილების პრივატიზაციიდან მიღებულ თანხას, ეს ჯერჯერობით ცნობილი არაა. თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ამბობს, რომ მერიის ავტოპარკს განახლება სჭირდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ვერ გეტყვით, ზუსტად რაში გამოიყენებს აღმასრულებელი ამ თანხას, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ავტოპარკი აუცილებლად უნდა განახლდეს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მანქანების რაოდენობა შეზღუდულია, სხვადასხვა სამსახურები ერთმანეთისგანთხოულობენ. ერთმანეთს უცდიან, მაგალითად, როდის მოივლის ზედამხედველობა, რომ მერე ეკონომიკის სამსახურმა ისარგებლოს ამ მანქანით და ეს დიდ პრობლემას ქმნის. ავტოპარკის განახლება ამ წელიწადს ვერ მოხდება, ეს უნდა მოხდეს შემოსავლების მიხედვით და ალბათ, მომავალი წლისთვის განხორციელდება“, – ამბობს დავით რაზმაძე

მსგავსი სიახლეები