გორის სოფელი მეჯვრისხევი და ფაბრიკის დასახლება გაერთიანდა

1715

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფაბრიკის დასახლებისა და მეჯვრისხევის გაერთიანების შესახებ წინადადება მოიწობა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

საკრებულოს დეპუტატებმა აღნიშნულ წინადადებას მხარი ერთხმად დაუჭირეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე აღნიშნავს, გაერთიანების თხოვნით გორის საკრებულოს ფაბრიკის დასახლების მცხოვრებლებმა მიმართეს.

“თავად ფაბრიკის დასახლების მცხოვრებლებმა მოგვმართეს ამ თხოვნით. აღნიშნეს, რომ ექმნებოდათ გარკვეული პრობლემები და მათთვის სასურველი იყო მეჯვრისხევთან გაერთიანება. საკრებულომ მოიწონა ეს წინადადება და გაერთიანდა ფაბრიკის დასახლება  და მეჯვრისხევი“, – განაცხადა დავით რაზმაძემ.