შუახევში, საახალდაბოს ტერიტორიაზე, საპარკინგე ადგილი მოეწყობა

705

შუახევში ტურიზმის განვითარებისა და ხელშწყობის მიზნით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის, ხიჭაური-გორხანაულის (საახალდაბოს) მიმდებარედ საკემპინგე ადგილი მოეწყო, სადაც ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა  კარვები გაშალონ.

ამასთან, პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზიდან დასასვენებელ ადგილამდე ასასვლელი კიბე მოაჯირებით, ფანჩატური, საბაღე სკამები, ბილიკი და განათება მოეწყო.

ასევე, მერიამ საახალდაბოს ტერიტორიაზე, გზის მეორე მხარეს სუვენირების სავაჭრო ჯიხურის მშენებლობა და საპარკინგე ადგილის მოწყობა გადაწყვიტა. კეთილმოწყობით სამუშაოებზე მუნიციპალური ბიუჯეტიდან 11 868 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “სხეფელა“ აწარმოებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, განხორციელებული პროექტით, როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებს მოწესრიგებულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის გაჩერების, ბუნებაში დასვენების, გართობისა და თავისუფალი დროს გატარების შესაძლებლობა ექნებათ.