ხონის სოფელ უძლოურში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ უძლოურში მაცხოვრის ამაღლების მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიატცია მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გათვალისიწნებულია 1 120 გრძივი მეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვბებული კომპანია შპს “ჯ და ჯ” აწარმოებს. ამასთან, პროექტის ფარგლებში გაფართოვდა გზა, მოეწყო ცხაურები, კიუეტები და ხიდ-ბოგირები.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 50 777 ლარით ფინანსდება.

მსგავსი სიახლეები