ქობულეთის სოფელ ჯიხანჯურში 1 თვეა მუნიციპალური ტრანსპორტით ვერ სარგებლობენ (ვიდეო)

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში ერთი თვეა მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს, ერთადერთი ავტობუსი, რომელიც სოფელს მუნიციპალიტეტის ცენტრს აკავშირებდა ავტოავარიაში მოხვდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, არის სამარშრუტო ტაქსი, თუმცა მისი ფასი ორჯერ უფრო მეტია. ამასთან, სოფელ ჯიხანჯურის გარდა, ამავე ავტობუსით, სხვა სოფლების მცხოვრებლებიც სარგებლობდნენ, მოსახლეობა ხაზის აღდგენას ითხოვს, ქობულეთის ტრანსრეგულირების სამსახურში ირწმუნებიან, რომ ავტობუსს ერთ კვირაში შეაკეთებენ.

მსგავსი სიახლეები