გორის საცურაო აუზი დათქმულ ვადაში ვერ იხსნება

წინა სტატია

გორის საცურაო აუზის დათქმულ ვადაში გახსნა ვერ ხერხდება, ხოლო ჯერ არგახსნილ ობიექტს დირექტორი შეუცვალეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

 გორის საცურაო აუზის შენობაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც მშენებლობაზე დასაქმებული პირები ამბობენ, აუზის გახსნა მიმდინარე წელს ვერ მოესწრება.

“რადიო მოზიკას” ინფორმაციით, აუზის გახსნა შენობის გაფართოების გამო ჭიანურდება. ეს ინფორმაცია გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმაც დაადასტურა. გორის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, მფლობელები შენობას კიდევ ერთ სართულს ამატებენ, სადაც სასტუმროს გახსნას გეგმავენ.

“ვიცი, რომ მფლობელებიც ჩქარობენ. უნდათ, სამუშაოები მალე დაასრულონ, თუმცა მუშაობის პროცესში გაუთვალისწინებელი გადაწყვტილება მიიღოს – აპირებენ შენობას ერთი სართული დაამატონ, სადაც სასტუმრო იქნება. ამის გამოა, რომ ადრე ნათქვამ ვადებში აუზის გახსნა ვერ მოესწრო”, – ამბობს კონსტანტინე თავაზარაშვილი.

მფლობელების და მერის განცხადებების მიხედვით, გორში საცურაო აუზი ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში უნდა გახსნილიყო. აღნიშნულ საკითხზე “რადიო მოზაიკა” მის ახალ დირექტორს დავით კოშორიძეს დაუკავშირდა.

“მე ერთი თვეა, რაც ამ თანამდებობაზე დავინიშნე. ვერაფერს გეტყვით ვადებზე, არ ვიცი, როდის დასრულდება სამუშაოები. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენი მუშაობის შედეგად, გორს ევროსტანდრტებით აშენებული საცურაო აუზი ექნება”, – ამბობს კოშორიძემ.

ინფორმაციისთვის, კოშირიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომელია. მან გორის საცურაო აუზის პოსტზე დავით კარბელაშვილი ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები