სენაკის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

1065

სენაკის მუნიციპალიტეტის მერს ლევან კუპრეიშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. მერმა მოადგილედ კახაბერ კუპრეიშვილი დანიშნა.

პრესსამსახურის ცნობით, მერსა და ახლადდანიშნულ მოადგილეს ნათესაური კავშირი არ აქვთ.

როგორც სენაკის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, კახაბერ კუპრეიშვილი მუშაობდა აფხაზეთის ოპერატიული დაზვერვის და შინაგან საქმეთა სამმართველოებში, ასევე სამხედრო პოლიციაში. დანიშვნამდე კი სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონალურ მთავარ სამმართველოში უფროსი ინსპექტორი იყო.