ბაღდათის სოფელ ხანს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი იანვარში მიენიჭება

118
ბაღდათის სოფელი ხანი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი იანვარში მიენიჭება, სოფლის მცხოვრებლები კი სახელმწიფოსგან სხვადასხვა სახის სოციალური და საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალისტებმა, სოფელ ხანის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს და ადგილობრივებს იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი გააცნეს, რომელთა წარდგენაც სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელია.