თერჯოლის სოფელ გოგნში 30 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში 30 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება.

მერიის ინფორმაციით, ძველი შენობის დემონტაჟის დასრულებისთანავე თანამედროვე სტანდარტების, 30 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დაიწყება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “TU-KA“ შეასრულებს.

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 244 084 ლარი დაიხარჯება.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები