კოკა კიღურაძე: მთავრობამ უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებს შემოსავალი გაეზარდოთ

698

თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავრობის მიერ ინიცირებულ წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის დაფინანსების წესის ცვლილებაზე არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ დაფინანსების ეს წესი ვერ გაზრდის ვერც მუნიციპალიტეტების შემოსავლებს, ვერც ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობის ხარისხს და მოტივაციას, ადგილობრივი საკითხების მოგვარებაზე უფრო აქტიურად იმუშაონ.

როგორც ცნობილია, 2019 წლიდან მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების წესს ცვლის. ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, მუნიციპალიტეტებს გათანაბრებითი ტრანსფერს აღარ მისცემენ, საშემოსავლო გადასახადიდან აკრეფილი თანხები კი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში შევა. ამის ნაცვლად, ადგილობრივ თვითმმართველობებს მთავრობა დღგ-ს 19%-ს გაუნაწილებს.

რას ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების ინიციატივაზე, “მაესტროს” ეთერში კოალიციის “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” წევრმა, კოკა კიღურაძემ ისაუბრა: