სტეფანწმინდაში ილია II-ის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 577 ათასი ლარი დაიხარჯება

884

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში ილია II-ის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პროექტი ილია II-ის ქუჩაზე 5 194 კვადრატული მეტრი ასფალტის ახალი საფარის დაგებას და წყალარინების სისტემის შეცვლას ითვალისწინებს.

ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს “ერ ტე დე“ ასრულებს. პროექტისთვის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 577 ათასი ლარით ფინანსდება.