“თეთრ ხიდზე” ტერენტი გრანელის ლექსის ავტორად კოლაუ ნადირაძე მიუთითეს

1763

წინა სტატია

ქუთაისში ახლადგახსნილ თეთრ ხიდზე დაგებულ ლითონის ფილებზე ამოტვიფრული ლექსის ავტორები აერიათ და ტერენტი გრანელის ლექსის ავტორად კოლაუ ნადირაძე მიუთითეს.

შეცდომა აკაკი მამრიკიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“პირველად შემრცხვა ესე ძაან მგონი ცხოვრებაში და სასწრაფოდ წამოვედი სხვები აღარც წამიკითხავს!!! ეს სიტყვები რომელსაც, თქვენ ეხლა ფოტოზე ხედავთ, აღებულია ლექსიდან “აღსარება ქუთაისს” და ეკუთვნის ტერენტი გრანელს”.

მოგვიანებით, ქუთაისის მერიამ ლექსის ავტორების არევის შესახებ განცხადება გაავრცელა. მატი თქმით, ციტატაზე ავტორის ვინაობის შეცდომით ამოტვიფრა ტექნიკური სახის შეცდომაა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ თეთრი ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი თვე ელოდნენ, 3 ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, ახლადრეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის. რამდენიმე ფილა ფეხის დაბიჯების დროს მოძრაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.