ვაკეში რამდენიმე სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა

814

ვაკის რაიონში სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე, გამგეობის ინფორმაციით, ყიფშიძის N7-სა და ჭავჭავაძის N75-ში დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობა უკვე დასრულდა.

გამგეობის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დამატებით კიდევ რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამჟამად, 8 სკვერის კეთილმოწყობა დასრულებულია, 4 სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სამის განახლების სამუშაოები კი, უახლოეს დღეებში დაიწყება.