მთაწმინდაზე ახალი სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყო

1144

მთაწმინდის რაიონში, რჩეულიშვილის ქ. N4-ის მიმდებარედ, კალათბურთის მოედანი, ხოლო ოქროყანის აღმართის N14-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე მოეწყო.

გამგეობის ინფორმაციით, სკვერის დიდი ნაწილი საბავშვო ზონას დაეთმო, სადაც სათამაშო ინვენტარი, მათ შორის, ორდონიანი ატრაქციონი განთავსდა. ამასთან, თუჯის სკამები, ხის ურნები, ლითონის ღობე, გამწვანების ზოლი და დიოდური თბილი ნათების ლამპიონები დამონტაჟდა.

ასევე, მათივე ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო კალათბურთის მოედანი, სადაც პოლიპროპილენის საფარი დაიგო. დამონტაჟდა სპორტული ტრიბუნა და დეკორაციული გარეგანათების ქსელი.

სპორტული და დასასვენებელი სივრცეების მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში 160 ათასი ლარი დაიხარჯა.