“ამ ადამიანებმა ქალაქ ოზურგეთს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი წაართვეს” _ ფოტოები ოზურგეთში

689

დღე დილით, ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას ცენტრალურ ქუჩებში, მრავალბინიანი სადარბაზოს შესასვლელებში, სკვერებსა და  ხეებზე გაკრული ფოტოები დახვდათ წარწერით: “ამ ადამიანებმა ქალაქ ოზურგეთს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი წაართვეს“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს თვითმართველი ერთეულების გაერთიანების საკითხს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების განსჯის საგანი გახდა.

აღნიშნული ფოტოები წუხელ გვიან ღამით არის გაკრული.

წყარო, ფოტო: გურიანიუსი