გორის ვიცემერი:16 სოფელი გაზის, 5 კი წყლის გარეშეა დარჩენილი

621

გორის მუნიციპალიტეტის ვიცემერის, გელა კაპანაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის წყლისა და ბუნებრივი აირის გარეშე 21 სოფელია დარჩენილი. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“16 – 17 სოფელია, სადაც ბუნებრივი აირი არ არის. ზოგიერთ სოფელს ძალიან პირობითაც ჰქვია სოფელი, იმიტომ, რომ რიგ შემთხვევებში, ერთი და ორი კომლი ცხოვრობს. თუმცა, არის, რა თქმა უნდა, ისეთი სოფლები, სადაც ბევრი მაცხოვრებელია და გაზი არ აქვთ. მაგალითად, კოშკები, რიეთი, არაშენდა, ვარიანის თემში. ხიდისთავსა და თერგვისში ახლა მიმდინარეობს სამუშაოები.

რაც შეეხება წყლის პრობლემას, არის სოფლები, სადაც ჭაბურღილები გვაქვს გაკეთებული და ქსელი არის მოსაწყობი. დასამატებელია ჭაბურღილები და ეს არის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გასაკეთებელი. სავარაუდოდ, მომდევნო წლისთვის, გაერთიანებული წყალმომაარგების კომპანიის ეგიდით, 11 სოფელში გაკეთდება სასმელი წყალი. საბოლოო ჯამში, დაახლოებით, 5-მდე სოფელი რჩება, სადაც წყლის პრობლემაა“, – ამბობს გელა კაპანაძე.