კალაძე: დედაქალაქს ღამის მერები ეწვევიან

712

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში პირველი საერთაშორისო ღამის ეკონომიკის ფორუმი გაიმართება და დედაქალაქს ღამის მერები ეწვევიან.

“დედაქალაქში ჩამოდიან ღამის მერები, ურბანული განვითარების ექსპერტები. წელს ამ ღონისძიების ფარგლებში 9 ქვეყანაა წარმოდგენილი. პარალელურად, კლუბები, საკონცერტო დარბაზები და რესტორნები ჩაერთვებიან ფორუმის დღეებში. აღნიშნული ღონისძიება დედაქალაქში 21 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბერის ჩათვლით ჩატარდება. ახალს ვერაფერს გამოვიგონებთ, მაგრამ გვინდა, რომ საუკეთესო ქვეყნების მაგალითები გადმოვიტანოთ. სხვადასხვა ქვეყნებიდან გვეყოლებიან სტუმრები და ვისაუბრებთ თუ რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულების გასავითარებლად“, – განაცხადა კალაძემ.