თბილისში მე-100 საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

1986

წინა სტატია

თბილისში, დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე 2016 წელს დაიწყებული მე-100 საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. სკოლის მშენებლობისთვის 5 506 000 ლარი დაიხარჯა. ამ ეტაპზე, სკოლაში, დაახლოებით, 700 მოსწავლე სწავლობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

განათლების სამინისტროს ცნობით, სკოლის ახალ შენობას საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიები, ინფორმატიკის კლას-კაბინეტი, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და სპორტული დარბაზი აქვს.

შენობა აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების დეტექტორით, განგაშის ღილაკით, ჰაერის ხარისხის საკონტროლო აპარატურით, შეკიდულ-აკუსტიკური ჭერით, გაზის გაჟონვის სენსორით და ვინილის იატაკით.

თბილისის მე-100 საჯარო 1895 წლიდან ფუნქციონირებდა. საქართველოში ის ერთ-ერთი უძველესია შენობა იყო, რადგან 1804 წელს აშენდა. შესაბამისად, ატიპიური ნაგებობა თანამედროვე სკოლის ვერცერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა.