ზუგდიდის ვიცემერად გეგა შენგელია დაინიშნა

წინა სტატია

TBC ბანკის ზუგდიდის ფილიალის ხელმძღვანელი, გეგა (გიორგი) შენგელია ზუგდიდის ვიცემერად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია მან “იმედინიუსს” დაუდასტურა.

შენგელიას თქმით, ბრძანებას ხელი დღეს მოეწერა

“კონკრეტულ გეგმებზე მოგვიანებით ვისაუბრებ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ სასიკეთო ძვრები იგეგმება და მოხარული ვარ, რომ ამაში მივიღებ მონაწილეობას”, – აღნიშნა შენგელიამ.

მისივე თქმით, უფლება-მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ და ვიცემერმა გია გულორდავამ თანამდებობები 12 სექტემბერს დატოვეს. გულორდავა და გოგია პირველ ნოემბერს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

ზუგდიდის მერის მოვალეობას ყოფილი მერის მეორე მოადგილე მაიზერ ნანავა ასრულებს.

მსგავსი სიახლეები