სუს: ბორდერიზაციის ფაქტზე გააქტიურებულია “ცხელი ხაზი” და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

729

წინა სტატია

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს ადასტურებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

სუს-ის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია “ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. აღნიშნული აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და მნიშვნელოვნად ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლებას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.