ოკუპირებულმა ცხინვალმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლა

წინა სტატია

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა. ამის მიზეზი კი მათი ცნობით ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთის გახშირებული ფაქტებია. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დეფაქტო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1 კილომეტრიანი სიგრძის ბარიერი გაკეთდება.

ოქტომბერში, გამყოფი ხაზის გადაკვეთის ბრალდებით, ცხინვალის იზოლატორში 58 მოქალაქე მოხვდა. აქედან 44 პირი დაჯარიმა, 4-ს ადმინისტრაციული სახდელი დაედო, 2 ჯარიმის გარეშე გათავისუფლდა. ხოლო 8 პირს გაფრთხილება მისცეს.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ დე-ფაქტო ხელისუფლების მთავრობამ ჯარიმების ოდენობა 20 ათას რუბლამდე გაზარდა.

მსგავსი სიახლეები