დაყადაღებული კურორტი – რა ბედი ელის გომარდულს? (ვიდეო)

124

დაყადაღებული კურორტის გაურკვეველი მომავალი. “გომარდული“ ტურისტების მიღებას, სავარაუდოდ, წელსაც ვერ შეძლებს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

2011 წელს გაიხსნილმა სამთო-სათხილამურო კურორტმა მხოლოდ რამდენიმე წელი იფუნქციონირა. გახსნიდან 3 წელიწადში, კურორტის მფლობელი სააქციო საზოგადოება “გომარდული“ ქონების გადასახადის გამო დააყადაღეს. კურორტის მენეჯერი ამბობს, რომ ორგანიზაციამ, ეკონომიკის სამინისტროს მათ მფლობელობაში არსებული 52 ჰექტარი მიწის ნაკვეთიდან დიდი ნაწილი ქონების გადასახადის სანაცვლოდ დაუთმო, თუმცა კურორტს ამით არც ყადაღა მოეხსნა და ვერც პრობლემა მოგვარდა.

კურორტი ფუნქციონირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მას ყადაღა მოეხსნება. მენეჯერის თქმით, ამ დროისთვის მთაში არსებული ინფრასტრუქტურა ყველანაირ მოთხოვნას პასუხობს და ვიზიტორი მიიღება ნებისმიერ დროს შეუძლია.